Tuesday, January 14, 2014

შინაური ცხოველი ოჯახში


 ალბათ ყველამ ვიცით რომ უვროპის ბევრ ქვეყანაში, შინაური ცხოველის (მაგ. ძაღლის) სახლში ყოლა დიდი პოპულარულობით სარგებლობს. რამაც საქართველოშიც გამოიწვია პოპულარობა. და მაინც რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ქონდეს ამას?! 
სანამ ცხოველის აყვანას გადავწყვეტთ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რამოდენიმე რამ.
ცხოველი არ არის საგანი ან სათამაშო, რომელსაც მხოლოდ მაშინ მივაქცევთ ყურადღებას როცა მასთან თამაში მოგვინდება. კარგად უნდა გავაცნობიეროთ რომ ცოცხალი არსების აყვანა და მოვლა არის დიდი პასუხისმგებლობა, რადგან მას ჭირდება მოვლა, მზრუნველობა, ყურადგება ისევე როგორც ცოცხალ ადამიანს.
  ცხოველს სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. რაც მდგომარეობს შემდეგში. ის უნდა აიცრას სისტემატიურად, უნდა ჭამოს მხოლოდ ის საკვები რომელიც მისთვის ნებადართულია, სჭირდება დაბანა და ბეწვის მოვლა რასაც დიდი დრო და ენერგია მიაქვს.
  თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცხოველის სწორად შერჩევა მანამ სანამ მას ავიყვანთ გასაზრდელად.

  არსებობს ბევრი ვარიანტი იმისა თუ რომელ ცხოველს (ან ფრინველს) ავირჩევთ გასაზრდელად და მოსავლელად. მაგ.: ძაღლი, კატა, თუთიყუში, ზაზუნა, და ა.შ. ყველაზე რთული მოსავლელი სახლის პირობებში რა თქმა უნდა ძაღლი და კატაა. როცა გადავწყვეტთ რომელ ცხოველს ვირჩევთ, აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ მის ჯიშზე. ყველა ჯიშის ძაღლს თუ კატას, სხვადასხვა ხასიათი, დანიშნულება და მოთხოვნილებები აქვს. რომლებიც შემდგომში ჩვენი საზრუნავი იქნება. ამიტომ ჩემი რჩევაა კარგად გავეცნოთ მათ ხასიათს სანამ საბოლოოდ გადავწყვეტთ რომელი მათგანი შეგვეფერება ჩვენ უფრო მეტად.

No comments:

Post a Comment