ცხოველების მოვლა
Wednesday, February 12, 2014
Wednesday, January 22, 2014
Wednesday, January 15, 2014
რატომ უნდა ავცრათ ცხოველი?
ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ უნდა ავცრათ ცხოველი? რა აუცილებლობას წარმოადგენს სისტემატური აცრები? სად შეიძლება ამის გაკეთება და რა ხარჯებთანაა დაკავშირებული?
,,მრავალ ცივილიზებულ ქვეყანაში ცოფის საწინააღმდეგო აცრას კანონი ითხოვს და თუ ცხოველი არ ავცერით, კანონის წინაშე მოგვიწევს პასუხისგება. ამას ახსნაც აქვს – იმ შემთხვევაშიც კი, როცა ცხოველი არ ტოვებს სახლს და მხოლოდ აივანზე გადის (რაც მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი), არ არის გამორიცხული მისი დასნებოვნება ცოფით. ამ შემთხვევაში დაავადების გადამტანად შესაძლოა ღამურა მოგვევლინოს. გარდა ამისა, წარმოუდგენელია, ცხოველი არ გავიყვანოთ ეზოში, სადაც მას, გვინდა თუ არა, მაინც ექნება კონტაქტი ეზოს უპატრონო ძაღლებთან, ისინი კი ცოფის პოტენციური გადამტანები არიან. ცოფთან ერთად მნიშვნელოვანია ცხოველის აცრა სხვა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგაც. ინფექციური დაავადებებით დასნებოვნების რისკი მაშინაც კი არსებობს, როცა ცხოველი ოთახს არ ტოვებს. დაავადების გამომწვევი მრავალი აგენტი ოთახში შესაძლოა ჩვენს ფეხსაცმელებს შემოჰყვეს." monadire.com.
ეს სტატია არის ამოღებული ერთ–ერთი ცნობილი ქართული საიტიდან monadire.com.
პირველად ცხოველი იცრება 1–2 თვის ასაკში. მას უკეთდება 3 კომპლექსური აცრა 2 კვირის შუალედით და 1 ცოფის. მხოლოდ ამის შემდეგ 4–5 დღეში შეგვიძლია მისი ქუჩაში გაყვანა და დაბანა. შემდეგი კომპლექსური აცრა უკეთდება 1 წლის ასაკში, ხოლო რაც შეეხება ცოფს, ბოლო აცრიდან 1 წლის შემდეგ უკეთდება ყოველწელს ერთი და იმავე დროს (მხოლოდ იმ შემთხვევებში თუ არ ვანადირებთ).
კომპლექსური აცრა 10–დან 20 ლარამდე ღირს (გააჩნია ვაქცინას და ვეტერინარულ კლინიკას) ხოლო ცოფის აცრა 10–15 ლარი.
ცხოველის ყოლის პოპულარობასთან ერთად იმატებს ვეტერინარული კლინიკის რიცხვებიც, თითქმის ყველა უბანში არის ვეტერინარი რომელიც დაგეხმარებათ თქვენი საყვარელი მეგობრის მოვლაში.
ცხოველის აცრა აუცილებელია რადგანაც უამრავი დაავადება არსებობს ცოფის გარდა, რაც შეიძლება ჩვენს ცხოველს დაემართოს და ასევე შეიძლება ჩვენც გადმოგვედოს. თითქმის 90% დაავადებისა რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს ემართება ძაღლსაც. ამიტომ თუ გვინდა რომ ჩვენი ოთხფეხა მეგობარი იყოს ჯანმრთელი, აუცილებელია გავუკეთოთ ყველა აცრა დროულად და ვატაროთ ვეტერინართან შემოწმებაზე წელიწადში ორჯერ მაინც.

Tuesday, January 14, 2014
შინაური ცხოველი ოჯახში

ალბათ ყველამ ვიცით რომ უვროპის ბევრ ქვეყანაში, შინაური ცხოველის (მაგ. ძაღლის) სახლში ყოლა დიდი პოპულარულობით სარგებლობს. რამაც საქართველოშიც გამოიწვია პოპულარობა. და მაინც რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ქონდეს ამას?!
სანამ ცხოველის აყვანას გადავწყვეტთ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რამოდენიმე რამ.
ცხოველი არ არის საგანი ან სათამაშო, რომელსაც მხოლოდ მაშინ მივაქცევთ ყურადღებას როცა მასთან თამაში მოგვინდება. კარგად უნდა გავაცნობიეროთ რომ ცოცხალი არსების აყვანა და მოვლა არის დიდი პასუხისმგებლობა, რადგან მას ჭირდება მოვლა, მზრუნველობა, ყურადგება ისევე როგორც ცოცხალ ადამიანს.
ცხოველს სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. რაც მდგომარეობს შემდეგში. ის უნდა აიცრას სისტემატიურად, უნდა ჭამოს მხოლოდ ის საკვები რომელიც მისთვის ნებადართულია, სჭირდება დაბანა და ბეწვის მოვლა რასაც დიდი დრო და ენერგია მიაქვს.
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცხოველის სწორად შერჩევა მანამ სანამ მას ავიყვანთ გასაზრდელად.
არსებობს ბევრი ვარიანტი იმისა თუ რომელ ცხოველს (ან ფრინველს) ავირჩევთ გასაზრდელად და მოსავლელად. მაგ.: ძაღლი, კატა, თუთიყუში, ზაზუნა, და ა.შ. ყველაზე რთული მოსავლელი სახლის პირობებში რა თქმა უნდა ძაღლი და კატაა. როცა გადავწყვეტთ რომელ ცხოველს ვირჩევთ, აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ მის ჯიშზე. ყველა ჯიშის ძაღლს თუ კატას, სხვადასხვა ხასიათი, დანიშნულება და მოთხოვნილებები აქვს. რომლებიც შემდგომში ჩვენი საზრუნავი იქნება. ამიტომ ჩემი რჩევაა კარგად გავეცნოთ მათ ხასიათს სანამ საბოლოოდ გადავწყვეტთ რომელი მათგანი შეგვეფერება ჩვენ უფრო მეტად.

Subscribe to:
Comments (Atom)